• Nenhum resultado encontrado

სალექციო მასალა, ინგლისური ლიტ რა.docx

N/A
N/A
Protected

Academic year: 2021

Share "სალექციო მასალა, ინგლისური ლიტ რა.docx"

Copied!
154
0
0

Texto

(1)

შუა საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ძირითადი

ტენდენციები

ხალხური ზეპირი შემოქმედება გვაროვნული წყობის დაშლისა

და ფეოდალიზმის

ჩასახვის პერიოდში

შუა საუკუნეების ლიტერატურა შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურა დაკავშირებულია ფეოდალიზმთან, რომელიც ახ. წ. V საუკუნიდან განვითარდა. რომის იმპერიის განადგურებისა და დაშლის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები, სადაც გვაროვნული წყობა ჩანაცვლდა ფეოდალურით და გავრცელდა

(2)

ქრისტიანობა. ქრისტიანული რელიგია იყო იდეოლოგიის გაბატონებული ფორმა, რომელზეც დამოკიდებული იყო ხელოვნება, ფილოსოფია, მორალი, სამართალი და განათლება. ადრეული შუა საუკუნეების ლიტერატურაში (VIII-XIII ს.) გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: სასულიერო და საერო ლიტერატურა. სასულიერო ლიტერატურა1 იქმნებოდა მონასტრებში (ევროპაში - ლათინურ ენაზე) და განკუთვნილი იყო სასულიერო პირებისა და განათლებული დილეტანტების მცირერიცხოვანი წრისთვის. ამ მწერლობის მთავარი მიზანი იყო მკითხველთა რელიგიური განსწავლა და განმტკიცება ქრისტიანული სარწმუნოებაში. სასულიერო მწერლობა ორი ჟანრით არის წარმოდგენილი: 1. ჰიმნოგრაფია (სასულიერო პოეზია); 2. ჰაგიოგრაფია (სასულიერო პროზა). ჰაგიოგაფია ორ ქვეჟანრად იყოფა: 1. წამებანი, რომლებშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანთა წამება. ისინი იმეორებენ მაცხოვრის გზას და ემოწმებიან (ადასტურებენ) მის მარტვილობას; 2. ცხოვრებანი, რომელშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა ცხოვრება-მოღვაწეობა. ჰაგიოგრაფიული თხზულებანი იყოფა მატერიკებად (დედათა ცხოვრება) და პატერიკებად (მამათა ცხოვრება). ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას მტკიცე შაბლონები და მკაცრი ტრაფარეტები გააჩნდა. მისი გმირები ყოველმხრივ ამაღლებული, ადამიანურ სისუსტეებს მოკლებული, იდეალიზებული მოდელები არიან. XII საუკუნიდან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერო ლიტერატურა, რომელიც იწერება არა ლათინურად, არამედ ძველ გერმანულ, ვულგარულ ლათინურ და სხვა ენებზე. იგი ფეოდალური არისტოკრატიის სამსახურში დგას, ე.ი. სუზერენის განდიდებას ემსახურებოდა. ამრიგად, საერო ტექსტების ავტორებიც გარკვეულ შაბლონურ ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი: მათგან ორიგინალობისა და ინდივიდუალობის ნაცვლად წინასწარ შემუშავებული წესების მიხედვით წერა მოითხოვებოდა. 1 წინამდებარე თავში სასულიერო ლიტერატურასა და აღორძინების ეპოქასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაწილი ნასესხებია რუსუდან მეგრელიშვილის გამოუქვეყნებელი ხელნაწერიდან.

(3)

საერო ლიტერატურა. გვაროვნული წყობილების დაშლის პერიოდში ლიტერატურა მეტწილად ზეპირი შემოქმედების სახით არსებობდა, რომელიც მოგვიანებით საგმირო ეპოსს დაედო საფუძვლად. ჩვენამდე მოღწეული ეპიკური პოეზიის ძეგლები ეხმაურება იმ ეპოქის ისტორიულ მოვლენებს: აღმოსავლეთ გუთების სახელმწიფოს დაარსება აპენინის ნახევარკუნძულზე და მისი დამორჩილება ჰუნების მიერ, ბურგუნდიის სახელმწიფოს წარმოქმნა და მისი განადგურება ჰუნებისა და რომაელების მიერ, ანგლოსაქსების დამკვიდრება ბრიტანეთში, ფრანკთა იმპერიის შექმნა და ა.შ. ამ დროის საგმირო თქმულებებში მოხდა მითოლოგიური და ისტორიული მოტივების შერწყმა, მითოლოგია დაიტვირთა ისტორიული შინაარსით, ზღაპრული გმირები ისტორიულ ეპოქაში გადმოდიან, ისტორიული გმირები კი ღვთაებრივ ნიშნებს ატარებენ. ქრისტიანული რეალიების მიუხედავად საგმირო ეპოსში იგრძნობა წარმართული მსოფლხედვის გავლენა. თხზულებათა ცენტრში ექცევიან სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლები, რაზმის მეთაურები. სწორედ მათ საქმიანობასა და გადახდილ ბრძოლებს უმღეროდნენ ლექსის მთხზველები. ლექსი წარმოითქმებოდა რომელიმე საკრავი ინსტრუმენტის თანხლებით. ლექსის მთხზველები არ იყვნენ პროფესიონალი პოეტები, ისინი თავად არიან რაზმელები იმ მეთაურისა, რომელსაც ხოტბას ასხამენ. საგმირო თხზულებებში გმირთა ორი კატეგორია გვხვდება: დადებითი და უარყოფითი გმირები. პირველნი ყოველთვის გაიდეალებულად არიან წარმოდგენილნი, უკანასკნელნი კი ზედმეტად უარყოფითად არიან დახასიათებულნი. ევროპული საგმირო ეპოსის ცნობილი ნიმუშებია: ულადური ციკლი ქუხულაინის შესახებ (კელტური/ირლანდიული ეპოსი, I-VI ს.), ბეოვულფი (ანგლო-საქსური ეპოსი, VIII-IX ს.), სიმღერა როლანზე (ფრანგული ეპოსი, XI-XII ს.), პოემა ჩემს სიდზე (ესპანური ეპოსი, XII ს.), სიმღერა ნიბელუნგებზე (გერმანული ეპოსი, XII ს.), უფროსი ედა (სკანდინავიური ეპოსი, XIII ს.). განვითარებული შუა საუკუნეების ლიტერატურა. ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად ჩამოყალიბდა რაინდული თვითშეგნება და ქრისტიანობისთვის აქტიური ბრძოლის იდეალი (ლათ. vita activa), რომელიც დაუპირისპირდა სასულიერო ლიტერატურაში გატარებულ პასიურ, მჭვრეტელობით

(4)

მსოფლაღქმას (ლათ. vita contemplativa). ამასთან, ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად ევროპა გაეცნო აღმოსავლურ კულტურას, რომლის გავლენითაც რაინდობის სამხედრო იდეალს დაუკავშირდა ესთეტიკური იდეალი, ფეოდალურ იდეოლოგიას (ჰეროიზმი, ორთაბრძოლა, ვასალისადმი გულმოწყალება, სუზერენისადმი ერთგულება, გაწონასწორებულობა, თავის მოთოკვის უნარი) - გარეგნული სილამაზისა და სიმდიდრის კულტი (რაინდი უნდა ყოფილიყო ნატიფი, დახვეწილი, განათლებული). ახალი იდეალი გადმოიცა საკარო (კურტუაზიული) მწერლობაში რომელიც ფეოდალთა კარზე მათივე დაკვეთით იქმნებოდა. სარაინდო ეპიკური თხზულებების (სარაინდო გალექსილ რომანებში) ავტორები საშუალო არისტოკრატიის წარმომადგენლები ან მოხეტიალე მგოსნები იყვნენ ხოლმე. თავიანთ თხზულებებს ისინი ფეოდალთა კარზე ხმამაღლა კითხულობდნენ, რადგან წერა-კითხვა მაშინდელ დიდგვაროვანთა შორის ცოტამ იცოდა. ამ თხზულებათა დანიშნულება ფეოდალთა გართობა და ესთეტიკური აღზრდა, ფეოდალური იდეოლოგიის, სარაინდო ეთიკისა და ქცევის ნორმების დანერგვა-განმტკიცება იყო. საკარო (კურტუაზიული) მწერლობის მნიშვნელოვანი თემა იყო ქალი, ქალისადმი სიყვარული და სამსახური. ამასთან, სიყვარულის ობიექტი ყოველთვის იყო გათხოვილი ქალი, რომლის სიყვარული გამიჯნურებული რაინდისგან განსაკუთრებული წესების ცოდნასა და დაცვას მოითხოვდა. ევროპული სარაინდო ეპოსის შინაარსობრივი საფუძველია თქმულებები მეფე არტურისა და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ, რომლებიც წმინდა გრაალს იცავენ. საკარო პოეტი დაუფარავად იყენებდა რაიმე წყაროს, რის გამოც შუა საუკუნეების მწერლობაში მოიპოვება ერთი-და-იმავე სიუჟეტის საფუძველზე სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი რამდენიმე ნაწარმოები. ცნობილი სარაინდო თხზულებებია: საფრანგეთში - კრეტიენ დე ტრუას (XII ს.) პერსევალი, ანუ თქმულება გრაალზე და ლანსელოტი, გერმანიაში - ვოლფრამ ფონ ეშენბახის (1170-1220 წ.) პარციფალი და გოტფრიდ ფონ შტრასბურგის ტრისტანი და იზოლდა (XII-XIII ს.), საქართველოში - შოთა რუსთაველის (XII ს.) ვეფხისტყაოსანი.

(5)

საკარო პოეზიაზე დიდი გავლენა მოახდინა ვაგანტების (ლათ. მოხეტიალე) ლათინურენოვანმა პოეზიამ. ვაგანტები იყვნენ მოხეტიალე სტუდენტები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში და უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში გადადიოდნენ. ისინი თავიანთ ლექსებს სიმღერის თანხლებით ასრულებდნენ, რის გამოც მათ გოლიარდებსაც უწოდებდნენ. ვაგანტები განირჩეოდნენ თავისუფალი იდეების ქადაგებით და უპირისპირდებოდნენ სქოლასტიკურ აზროვნებას. თავიანთ სიმღერებში ისინი ხოტბას ასხამდნენ სიცოცხლით ტკბობად, სიყვარულს, ღვინოს, ყომარის თამაშს, ბუნებას. ისინი იყვნენ სჯულთშემწყნარებელნი და წერდნენ ლათინურ ენაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ მათი ლექსები ასე უფრო ადვილი გასაგები იქნებოდა ფართო მასებისთვის. ვაგანტების სამოქმედო დევიზი იყო „Memento vivere“ („გახსოვდეს, რომ ცოცხლობ“). ჩვენამდე მოაღწია ვაგანტური ლირიკის ერთმა კრებულმა სათაურით Carmina burana. კურტუაზიული პოეზია ყველაზე ადრე ჩაისახა პროვანსში, რომელმაც კარლოს დიდის იმპერიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სწრაფად განვითარდა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. პროვანსელმა პოეტებმა, ტრუბადურებმა (მთხზველებმა) გამოიყენეს ხალხური საგუნდო სიმღერებისა და გოლიარდების პოეზიის ელემენტები, აითვისეს არაბების სატრფიალო და მუსიკალური მოტივები და შეიმუშავეს ახალი პოეტური ფორმები: კანსონა (უმღერის სიყვარულის კულტსა და ქალურობის იდეალს), სირვენტა (პოეტი აქებს სუზერენს ან ქირდავს მტრებს), გოდება (პოეტი მოთქვამს პირადი მფარველის ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო), ბალადა (სატრფიალო თემატიკის საცეკვაო სიმღერა), პასტორელა (გადმოსცემს რაინდისა და მწყემსი გოგონას შეხვედრას, ან გამოცდილი რაინდის ზნეობრივ დარიგებას გამოუცდელი მწყემსი ვაჟის მიმართ), ტენსონა (გალექსილი დიალოგი ორ ტრუბადურს შორის, ან ტრუბადურისა საკუთარ თავთან ან უსულო ნივთთან), სერენადა (მიჯნურის სიმღერა სატრფოს სადიდებლად და პაემანზე გამოსაძახებლად), ალბა (ალიონი; დიალოგი მიჯნურსა და მის მეგობარს, მეაბჯრეს ან სატრფოს შორის). პროვანსელი ტრუბადურების სატრფიალო თემატიკა ევროპის დოგმატურად მოაზროვნე წრეებში მკრეხელობად

(6)

აღიქმებოდა. „ალბიგოელთა ომს“ (1209-1229 წ.) მოყვა პროვანსის იავარქმნა და ტრუბადურთა პოეზიის დაცემა. თუმცა ტრუბარურთა შემოქმედების გავლენით განვითარდა ჩრდილო საფრანგეთში ტრუვერების, გერმანიაში კი მინეზინგერების პოეზია (ე.წ. მინეზანგი). მინეზანგი ძირითადად სამიჯნურო ლირიკას მოიცავს, თუმცა ისეთ თემებსაც ეხება, როგორებიცაა ჯვაროსნული ომები, ბუნება, პოლიტიკა, რელიგია. ამ პოეზიაში იდეალიზებულად იყო გადმოცემული დიდგვაროვანთა სანიმუშო ქცევა, რასაც უმეტესად აღმზრდელობითი დანიშნულება ჰქონდა. მინეზინგერები თავიანთ ლექსებში/სიმღერებში ამაოდ იღვწოდნენ ბატონის მეუღლის სიყვარულისთვის, განადიდებდნენ ამ უკანასკნელის სილამაზესა და ღირსებას, თუმცა უწყოდნენ, რომ გამამხნევებელი კეთილგანწყობის მიუხედავად ქალი ბოლომდე შეინარჩუნებდა დისტანციას. ნატიფი გრძნობების ჩვენებით მინეზანგი დამატებით განამტკიცებდა რაინდების რწმენას, რომ დუხჭირი ცხოვრების მიუხედავად მათი სოციალური შრე მაინც განსაკუთრებული იყო. გვიანდელი შუა საუკუნეების ლიტერატურა. XII-XIV საუკუნეებში საწარმოო ძალთა სწრაფი ზრდის შედეგად ევროპაში წარმოიშვა ქალაქები, გაფართოვდა ვაჭრობა და ხელოსნობა და გაჩნდა ახალი სოციალური შრე - ბურჟუაზია, რომლის წარმომადგენლებმაც (ბიურგერებმა) მოიპოვეს თავისუფლება და გარკვეული იურიდიული უფლებები. ამ დროს შექმნილი საქალაქო ლიტერატურა გამოხატავს ხელოსნებისა და ვაჭრების მსოფლხედვას, რომელიც აშკარად ანტიფეოდალური ხასიათისა იყო. საქალაქო ლიტერატურის ფარგლებში შეიქმნა ახალი ჟანრები. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაბლიო (ფრანგ.), ანუ შვანკი (გერმ.). ამ ჟანრის ნაწარმოებების მთავარი მოქმედი პირები არიან უბრალო გლეხები, რომლებიც განირჩევიან ჯანსაღი ბუნებითა და საზრიანობით. თავდაპირველად ფაბლიოები და შვანკები არსებობდა დამოუკიდებელ ნაწარმოებებად, შემდეგ კი გაერთიანდა ციკლებად რომელიმე გმირის ან მოტივის გარშემო. ასე შეიქმნა ტილ ოილენშპიგელი, ხუცესი ამისი, რაინეკე მელა, ბალადები რობინ ჰუდის შესახებ და ა.შ. ამ ნაწარმოებების გაიძვერა გმირები სხვებთან შედარებით ყოველთვის სიმპათიურები არიან, რადგან ახერხებენ, უხეშ ფეოდალურ

(7)

ძალადობას დაუპირისპირონ მოქნილი გონება და მოხერხებულობა -ბიურგერული იდეალი. საქალაქო ლიტერატურის ფარგლებში შექმნილი კიდევ ერთი ახალი ჟანრია მხიარული ფარსი (ფრანგ.) და საყველიერო დრამა (გერმ. ფასტნახტშპილი), რომელთა მოქმედი პირებიც ერისკაცები იყვნენ და ხალხისთვის გასაგებ ენაზე მეტყველებდნენ. ფარსებსა და საყველიერო დრამებში რელიგიური თემატიკის ადგილს რეალისტური, კომიკური, საყოფაცხოვრებო ელემენტები იკავებს. ამრიგად, სწორედ ფარსებითა და საყველიერო დრამებით იწყება საერო თეატრის ისტორია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ტექსტი, რომელიც ცნობილია ძალიან შორეულია და არ შეესაბამება მის პირველ ვერსიას. ისინი შემდეგ მრავალჯერ განახლდა სხვადასხვა ავტორის მიერ. ლიტერატურის პირველი ნაწარმოებიდან, ყველაზე მეტად ნაყოფიერი და მდიდარი ეპოსი XI ს-ის ბოლოდან ჩნდება. “Chansons de geste”.

(8)

ადრეული შუა საუკუნეების ინგლისური ლიტერატურა

ადრეული შუა საუკუნეების ინგლისური ლიტერატურა მოიცავს პერიოდს V საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით. V საუკუნიდან XI საუკუნემდე პერიოდი ინგლისური ლიტერატურის განვითარების უძველეს ეტაპს წარმოადგენს. მისი დასაწყისი უკავშირდება ბრიტანეთის ტერიტორიაზე გერმანული ტომების -ანგლო-საქსებისა და იუტების შეჭრას V საუკუნის შუა წლებში. ინგლისური ლიტერატურის ისტორიის პირველი პერიოდის დასასრული თარიღდება 1066 წლით, როცა მოხდა ჰასტინგსის ბრძოლა, რომელიც ბრიტანეთის კუნძულების ნორმანების მიერ დაპყრობით დამთავრდა (ნორმანები დღევანდელი საფრანგეთის ჩრდილოეთში მცხოვრები გერმანული ტომები იყვნენ). საუკუნიდან XI საუკუნემდე განვლილი ექვსი საუკუნის მანძილზე შეიქმნა

(9)

ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული ძეგლების ყველაზე ადრეული ნიმუშები. ისინი დაწერილია ანგლო-საქსურ ენაზე, რომლის საფუძველზეც შემდეგში განვითარდა ინგლისური ენა. ანგლო-საქსების მოსვლამდე ბრიტანეთში რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა ტომების მიგრაცია კონტინენტური ევროპიდან. არსებობს ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ ბრიტანეთის კუნძულების პირველი მცხოვრებლები იყვნენ ძველი იბერიელები, რომლებიც ბრიტანეთში ხმელთაშუაზღვისპირეთიდან მოვიდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ბრიტანეთში კელტები დასახლდნენ. სწორედ კელტები ითვლებიან, ჰიპოთეტურად, იბერიელთა ჩამომავლებად. კელტების კავშირი იბერიელებთან იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ისინი კუნძულზე მათზე ადრე მოსულ იბერიელებს შეერივნენ - სრულიად დასაშვებია, ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთში დასახლებულ კელტებს იქ მათზე ადრე მოსული იბერიელები დახვდნენ და დროთა განმავლობაში მოხდა იბერიელების კელტებთან ასიმილირება. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ირლანდიის კუნძულის ლათინური სახელწოდება ჰიბერნია იყო. სწორედ შოტლანდიელები, ირლანდიელები და უელსელები არიან კელტური წარმოშობის ხალხები ბრიტანეთში. ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს. რომის იმპერიის ბატონობა V საუკუნემდე გაგრძელდა, როცა კუნძულზე ანგლო-საქსები შემოიჭრნენ. ანგლო-საქსებმა კელტები კუნძულის დასავლეთი და ჩრდილო- დასავლეთი ნაწილებისაკენ განდევნეს და ბრიტანეთის სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებს დაეპატრონენ. მათ ბრიტანეთის კუნძულებზე მოიტანეს თავიანთი ენა, კულტურა და ყოფა, რომელთა შემდგომი განვითარება გვაროვნული წყობილების რღვევისა და ფეოდალიზმის ჩამოყალიბება-დამკვიდრების პირობებში მიმდინარეობდა. ანგლებმა, საქსებმა და იუტებმა შექმნეს შვიდი სამეფო - კენტი, სასექსი, ესექსი, უესექსი, ისტ-ანგლია, ნორთუმბრია და მერსია, რომელთაგან თითოეული ცდილობდა გაბატონებულიყო დანარჩენებზე. ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებას ხელი შეუწყო ხელისუფლების ცენტრალიზაციის პროცესმა და VI საუკუნეში დაწყებულმა გაქრისტიანებამ, რომელიც X საუკუნემდე გაგრძელდა.

(10)

ანგლო-საქსებსა და კელტებს მტრული და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ბრიტანეთის შემდგომი ისტორიის მანძილზე ამ ხალხებისა და მათი კულტურების ურთიერთობის კიდევ უფრო რთული ფორმები გამოიკვეთა. კელტური თქმულებები დაედო საფუძვლად შუა საუკუნეების სარაინდო რომანებს მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებზე. შემორჩენილია ანგლო-საქსების რუნული დამწერლობის ძეგლები, აგრეთვე ცნობილია, რომ არსებობდა სარიტუალო სიმღერები, ანუ სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიებზე, შრომის დროს, სამხედრო ლაშქრობებისას. ეს თქმულებები, ლეგენდები და სიმღერები გვარიდან გვარს გადაეცემოდა. მათ მომღერლები ასრულებდნენ. ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ პოეტ-მომღერლებს - სკოპებს და მომღერალ-შემსრულებლებს - გლიმენებს. სკოპები საკუთარ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, ხოლო გლიმენები სხვების მიერ შექმნილ სიმღერებს მღეროდნენ. სკოპები და გლიმენები საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. წარმართი ქურუმები კრძალავდნენ პოეტური ნაწარმოებების ჩაწერას. მათი ჩაწერა დაიწყეს სწავლულმა ბერებმა ქრისტიანობის შემოღების შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არც მათ ჩაუწერიათ. ამავე დროს, წარმართული პერიოდის ნაწარმოებები განიცდიდნენ ქრისტიანიზაციას - ცვლილება-გადაკეთებებს ქრისტიანული რელიგიის პოზიციიდან. შემორჩენილი ძეგლების დათარიღება მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბევრი ნაწარმოების შექმნის ზუსტი თარიღი არც არის დადგენილი. ამა თუ იმ ძეგლის შექმნის, მისი ჩაწერისა და შემორჩენილი რედაქციის (ვარიანტის) დრო ყოველთვის როდი ემთხვევა. ძეგლის შექმნასა და მის შემორჩენილ რედაქციას რამდენიმე საუკუნეც კი შეიძლება აშორებდეს. ანგლო-საქსური პოეზიის ჩვენამდე მოღწეული ძეგლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პოემა "ბეოვულფი". "ბეოვულფი" დაახლოებით VIII საუკუნეში შეიქმნა, ჩვენამდე კი X საუკუნის ჩანაწერებით მოაღწია. პოემის

(11)

ხელნაწერი ბრიტანეთისაუკუნის ჩანაწერებით მოაღწია. პოემის ხელნაწერი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. "ბეოვულფი" შუა საუკუნეების საგმირო ეპოსის ნიმუშია. პოემას საფუძვლად დაედო წარმართული პერიოდის ძველი გერმანული თქმულებები, რომლებიც გერმანულ ტომებში ანგლო-საქსების ბრიტანეთში გადასახლებამდე დიდი ხნით ადრე აღმოცენდა. პოემის მოქმედება მიმდინარეობს ბალტიის ზღვის ნაპირებზე. პოემის სიუჟეტი ნასესხებია გერმანული მითოლოგიიდან. ბუნებრივია, რომ პოემაში ბრიტანეთი ნახსენებიც კი არ არის.

სიმღერა ბეოვულფზე

შუასაუკუნეების ქალაქებში შეიქმნა ახალი ბურჟუაზიული კულტურა, გაფართოვდა ადამიანთა ცოდნის სფერო, შეიქმნა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნიმუშები, განვითარდა ლიტერატურა, რომლისთვისაც უცხო იყო ფეოდალური ძალადობა და ბერ-მონაზვნური მისტიკა. ადრინდელი შუა საუკუნეების ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლია ანგლო _ საქსური პოემა “ბეოვულფი”_ შექმნილი VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე და შემორჩენილია X საუკუნის ხელნაწერის სახით. პოემას საფუძვლად უდევს VI საუკუნის გუთებთან ფრანგების ისტორიული ბრძოლების ერთი ეპიზოდი, რომელშიც სახელოვანმა რაინდმა ბეოვულფმა მოხერხებული მანევრით გადაარჩინა დამარცხებული ჯარის ერთი ნაწილი. მართალია, თქმულებებს საფუძველი ჩაეყრა კონტინენტზე, მაგრამ მისი საბოლოო დამუშავება დამთავრდა ახალ გეოგრაფიულ გარემოში _ ბრიტანეთში და ისტორიულ ვითარებაში _ ანგლო _ საქსების ქრისტიანიზაციის პროცესში, ამიტომაც პოემაში გაბუნდოვნებულია ისტორიული სინამდვილე და გამკვეთრებულია სამონასტრო სკოლისა და ლათინური კულტურის ზეგავლენა. ბეოვულფი იქცა ნაციონალური ეპოსის გმირად.

(12)

ბეოვულფი არის ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილი სამ აქტად წარმოდგენილი ყველაზე დიდი ეპიკური პოემა, – ენა, რომელზეც საუბრობდნენ ანგლო–საქსურ ინგლისში, ნორმანების დაპყრობამდე. ნაწარმოები შეიცავს 3182 სტრიქონს და მოგვითხრობს მთავარი გმირის ბეოფულფის საგმირო საქმეების, ურჩხულ გრენდელთან, გრენდელის შურისძიების წყურვილით ანთებულ დედასთან და საგანძურის მცველ დრაკონთან წარმატებული ბრძოლების შესახებ. ხელნაწერის პირველი გვერდი პოემა ცოცხალ წარმოდგენას გვიქმნის ძველი ინგლისის სოციალურ ყოფასა და პოლიტიკაზე. პოემის მთავარი იდეა კეთილისა და ბოროტის ჭიდილია, გამოხატულებაა სიბნელისადმი შიშისა და დადასტურებაა ანგლო-საქსთა ფართო წარმოსახვისა და მსოფლმხედველობის. ამ დროისთვის, ბეოვულფი შემორჩენილია ერთადერთი, შუასაუკუნეობრივი ხელნაწერის სახით, რომელიც ინახება ლონდონში, ბრიტანულ ბიბლიოთეკაში. ხელნაწერზე თარიღი არ არის მითითებული, ამგვარად, მისი ასაკის გამოთვლა შესაძლებელია გადამწერთა ხელწერის ანალიზით. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ხელნაწერი შეიქმნა X საუკუნის ბოლოს, ზოგი ადრეულ XI საუკუნეზე მიუთითებს, სავარაუდოდ, მეფე კნუდის პერიოდში, რომელიც 1016–1035 წლებში მართავდა ინგლისს.

(13)

დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბეოვულფის ეგზემპლარი შეიქმნა XI საუკუნის დასაწყისში, შესაბამისად, გამოდის, რომ ხელნაწერი დაახლოებით 1000 წელს ითვლის. ბეოვულფის გარდა, ხელნაწერი ასევე შეიცავს შუასაუკუნეების სხვა ნაწარმოებებსაც: წმ. ქრისტოფერის ქადაგება, აღმოსავლეთის საოცრებები, ილუსტრირებული სასწაულებრივი ურჩხულებით და უფორმო მონსტრებით, ალექსანდრეს წერილები არისტოტელეს და კიდევ ერთი, ძველი ინგლისური პოემის “ჯუდითი” არასრული ვერსია. ამ კოლექციაში, ბეოვულფი ბოლოსწინა ნაწარმოებია, ხოლო მთლიანად კოლექციაზე ორი ანგლო–საქსი მწერალი (გადამწერი) მუშაობდა. ხელნაწერის ჩვენთვის ცნობილი პირველი მფლობელი იყო ლორენს ნოუელი, ძველი ინგლისური ენის პირველი მკვლევარი, რომლის სახელიც (1563წ) მითითებულია ხელნაწერის პირველი გვერდის თავში. შემდეგ, ბეოვულფის ხელნაწერს ვხედავთ სერ რობერტ ქოთონის ცნობილ კოლექციაში, რომელიც ასევე ფლობდა ლინდისფარნის სახარებებს და თავისუფლების დიდი ქარტიის ბრიტანული ბიბლიოთეკის ორ ეგზემპლარს – ვიდრე გადავიდოდა მისი ვაჟის სერ თომას ქოთონის, შემდეგ კი შვილიშვილის – სერ ჯონ ქოთონის საკუთრებაში, რომელმაც ხელნაწერი თავის ქვეყანას უანდერძა. ქოთონის ბიბლიოთეკა, ბრიტანული მუზემის ერთ–ერთ სადამფუძნებლო კოლექციას წარმოადგენდა 1753 წელს, ვიდრე 1973 წელს მთლიანად ბრიტანული ბიბლითეკის ნაწილად არ იქცა.

(14)

XVIII საუკუნეში, ქოთონის ხელნაწერები უსაფრთხოების მიზნით გადაიტანეს ვესტმინსტერში, ეშბერნამის (Ashburnham) სახლში. 1731 წლის, 23 ოქტომბრის ღამეს, სახლში ცეცხლი გაჩნდა, სამწუხაროდ ბევრი ხელნაწერი დაზიანდა, ზოგიერთი კი საერთოდ განადგურდა. ბეოვულფი შედარებით გადაურჩა ხანძარს, მაგრამ მომდევნო წლების არასათანადო მოვლით და დაუცველობით, ხელნაწერს დიდი ზიანი მიადგა, ფურცლების ზედაპირიდან ასოები ქრებოდა და იცრიცებოდა. ბეოვულფი (ძვ. ინგლ. Beowulf „ფუტკრის მგელი“, ანუ „დათვი“) — ძველსაქსონური ეპიკური პოემა, რომელის მოქმედებაც ვითარდება სკანდინავიაში, ანგლების ბრიტანეთში გადასახლებამდე. სათაური დარქმეულია მთავარი გმირის საპატივსაცემოდ. ტექსტი შეიქმნა VIII საუკუნის დასაწყსისში, ხოლო შემდგომ ქრისტიანობის გავრცელების გამო, ტექსტი რამდენჯერმე შეიცვალა. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ XI საუკუნის ეგზემპლარი, რომელიც კინაღამ განადგურდა რიჩარდ კოტონის ბიბლიოთეკაში მომხდარი ხანძრის გამო 1731 წელს. პოემა ბეოვულფი იყოფა 2 ნაწილად, რომელთაგანაც პირველში მოთხრობილია გუთების ერთ-ერთი უმამაცესი რაინდის ბეოვულფის გამარჯვება კაციჭამია ურჩხულზე, გრენდელისა და მის დედაზე. ბეოვულფმა თურმე დანია იხსნა საბედისწერო ხიფათისაგან. პოემის მეორე ნაწილში (ამბავი ვითარდება უკვე 50 წლის შემდეგ) ვიგებთ, რომ ბეოვულფი, უკვე გუთების მეფე, რაინდების თანხლებით, მიემგზავრება მთებში და ებრძვის ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს, რომელიც აოხრებს ბეოვულფის ქვეყანას და ამასთანავე მთების სიღმეში იცავს აურაცხელ განძს. მან მოკლა ურჩხული, მაგრამ თვითონაც გარდაიცვალა დაშხამული ჭრილობებისაგან მას შემდეგ, რაც დატკბა ურჩხულისეული განძის ცქერით. მთავარი პერსონაჟი, რასაც პოემის სათაურიც გვკარნახობს ბეოვულფია, გითთა მეფის ჰიგლაქის დისწული, როგორც პოეტი ახასიათებს: “ყოველთა მჯობნი და აღმატებული’’, “მძლავრი და ახოვანი’’,“უებრო, ბრძენი“. იგი

(15)

უყოყმანოდ გაეშურება დანიელთა დასახმარებლად, რომელთა მეფემაც თავის დროზე მამამისი შეიფარა. ბეოვულფი ჰროთგარს ეუბნება:’’… ნება მიბოძეთ მამაცურად ვიცოცხლო ქვეყნად თუ არა, სიკვდილს შევეგებო აქ, ამ დარბაზში. “მამაცი გმირი ურჩხულს-გრენდელსაც ამარცხებს და მის დედასაც. საინტერესოა პოემის ეპიზოდი, სადაც შედარებულია ერთმანეთთან ამპარტავანი, მდიდარი მეფე ჰერმოდი,რომელმაც უბედურება მოუტანა ხალხს და“ყველასათვის საყვარელი, სამეგობრო და მისანდობი“ ბეოვულფი. მისი თვითმიზანი სახელის მოხვეჭაა. ამას თავისივე სიტყვებითა და საქმით ამტკიცებს.“ქვეყნად არცერთი კაცთაგანი სიკვდილს ჯერ არ გადარჩენია,ვინც სახელს ეძებს, ჰპოვებს კიდევ, სხვა რა დაგვრჩება სიკვდილის შემდგომი, სახელი მხოლოდ…’’ ბეოვულფმა კარგად იცის, რომ ურჩხულთან შეტაკებისას შეიძლება მოკვდეს, აანალიზებს საფრთხეს,მაგრამ უფლის იმედი აქვს, ასევე თავისი ძალ-ღონის. სამართლიანი და თავდადებული ბეოვულფი ემსახურება ხალხთა კეთილდღეობის საქმეს, ამ თვისებას იგი გამეფების შემდგომაც ინარჩუნებს. მან სიცოცხლის ფასად ჩამოაცილა ხალხს ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული და დაუტოვა ურჩხულისეული განძი. (ბეოვულფი ობოლთა და ჩაგრულთა დამცველია, ამასთანავე იგი გამოხატავს ფეოდალური შინაბრძოლებისა და უცხოური შემოსევებისაგან გაწამებული ანგლო _ საქსური ტომების სულისკვეთებას.) ქრისტიანიზაციის ხანამ თავისი დაღი დაასვა პოემის საბოლოო გაფორმებას. ქრისტიანმა მწიგნობარმა, რომლის ხელშიც მოხვდა “ბეოვულფი” გრენდელი და სხვა ურჩხულები გამოაცხადა კაენის ნაშიერად, ხოლო ბეოვულფი _ აბელის მოდგმად. ასეთმა ქრისტიანულმა ტენდენციამ, რა თქმა უნდა, ოდნავაც ვერ დაუკარგა “ბეოვულფს” სარაინდო ეპოსის ხასიათი, ხალხური თქმულების სახე, ვერ გააფერმკრთალა მასში ძლიერი ეპოსური პერსონაჟები. ბეოვულფი მოთხრობა დანიელების შესახებ დანიის დიდი მეფის სკილდ სკეფინგის შვილიშვილი იყო მეფე ჰროთგარი. ჰროთგარმა ააგო ციხე-დარბაზი ჰეროთი, აავსო განძით, აქ ძლევამოსილი მეფე ნადიმობდა და ილხენდა თავის მეომრებთან ერთად, მაგრამ დიდი განსაცდელი

(16)

ელოდა დანიას. ჭაობის ბინადარი ურჩხული გრენდელი შეეჩვია ჰეროთს, მიდიოდა ღამით და მუსრს ავლებდა ჰროთგარის მეომრებს. დაცარიელდა და გაუდაბურდა ციხე-სიმაგრე. დანიელები საგონებელში ჩაცვივდნენ. როგორც კი გითთა (გითები, გაეთები) შორის უძლიერესს - ბეოვულფს ესმა დანიელების გაჭირვების შესახებ, ნავის მომზადება ბრძანა. შეარჩია თოთხმეტი ვაჟკაცი და დანიისკენ გაემართა. დანიელებმა დიდი პატივით მიიღეს სტუმრები. ჰეროთში ნადიმი გაუმართეს. ბეოვულფმა პირობა დადო, რომ დაამარცხებდა ურჩხულს ან მასთან ბრძოლაში დაიღუპებოდა. ჰროთგარი კი სანაცვლოდ დაჰპირდა: ამ გაჭირვებისგან გვიხსენი და შენი ხომალდი ამ დარბაზის განძეულით დაიტვირთებაო. ნადიმის შემდეგ დანიელებმა ჰეროთი დატოვეს და იქ მხოლოდ გითები დარჩნენ. როგორც კი დაღამდა, გრენდელი სასახლისკენ გამოემართა. გაეთელ მეომრებს უკვე ეძინათ. ურჩხულმა ერთ–ერთი მათგანი ბრჭყალებში მოიქცია და დაგლიჯა. მერე ბეოვულფისკენ გაემართა, რომელიც თავს იმძინარებდა. როგორც კი გრენდელი თავისი ბასრი ბრჭყალებით მას ჩააფრინდა, ბეოვულფი გააფთრებით ეკვეთა მტერს. საშინელი ბრძოლა გაიმართა, ბეოვულფს თავისი მეომრებიც წამოეშველნენ. გრენდელი მიხვდა, რომ ძალა ეცლებოდა. ბრძოლაში მკლავი დაკარგა. ურჩხული დაჭრილი და ძალაგამოცლილი წალასლასდა ჭაობისკენ, რომ სიკვდილს საკუთარ ბუნაგში დალოდებოდა. დანიელები სიხარულით ცას ეწივნენ. მეფემ უხვად დაასაჩუქრა ბეოვულფი და მისი მეომრები. სიხარული ნაადრევი იყო. გრენდელის დედას შურისძიება სწყუროდა. დაღამებისთანავე გაეშურა იგი ჰეროთისკენ. მძინარე დანიელებს თავზე წამოადგა, ერთი მათგანი აიტაცა და ისევ ჭაობს მიაშურა, თან წაიღო გრენდელის ტორიც. ისევ მოთქმა-ვაება გაიმართა ჰეროთში. ისევ შეპირდა ბეოვულფს დანიის მეფე აურაცხელ ოქროს ურჩხულის მოკვლის სანაცვლოდ. აბჯარასხმულნი

(17)

გაუდგნენ გითები და დანიელები ჭაობის გზას. დაბურულ ტყესთან სისხლიან ტბას მიადგნენ. გველებით სავსე ტბას ცხელი ოხშივარი ასდიოდა. ბეოვულფი წყალში ჩაეშვა, როგორც კი ფსკერზე ფეხი დადგა, მაშინვე მოუწია გრენდელის დედასთან შებრძოლება. ბეოვულფის მოქნეულმა მახვილმა ურჩხულს კანიც კი ვერ გაუჭრა. მაშინ ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, გაუჭირდა ბეოვულფს. ორთაბრძოლამ საბრძოლო დარბაზში გადაინაცვლა. კედელზე საჭურველი და მათ შორის გოლიათთა მიერ გამოჭედილი მძლავრი მახვილი ეკიდა. ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ დაძრავდა. ბეოვულფი სწვდა ამ ხმალს, მაღლა შემართა და ურჩხულს თავი მოჰკვეთა. მერე გრენდელს დაუწყო ძებნა. თავისსავე ბუნაგში მკვდარს მიაგნო, მასაც მოჰკვეთა თავი და ის მეფე ჰროთგარს წაუღო, ურჩხულების სამყოფელი მდიდრული განძით იყო სავსე, თუმცა ხელი არაფრისთვის უხლია. სახელმოხვეჭილი და უხვად დასაჩუქრებული დაბრუნდა ბეოვულფი სამშობლოში. გამოხდა ხანი და გითების მეფე ბეოვულფი გახდა. ორმოცდაათი წელი მართავდა იგი გითლანდს. მის ქვეყანას რისხვად ერთი საზარელი დრაკონი მოევლინა, რომელსაც ძალიან დიდ ხანს უზარმაზარ კოშკში ეძინა. მასში შესვლა საიდუმლო ბილიკით იყო შესაძლებელი. ერთმა კაცმა შემთხვევით მიაგნო ბილიკს, მიჰყვა მას და აღმოჩნდა ძვირფასულობით სავსე კოშკში. სიხარბისგან დაბრმავრბულმა ძვირფასი თვლებით მოჭედილ თასს დასტაცა ხელი და მოკურცხლა. დრაკონმა გამოიღვიძა და განრისხებული დაედევნა. ასე გამოვიდა იგი დღის სინათლეზე. მაგრამ ეს კაცი ქურდი არ იყო, საქურდავად მისული. ის ბატონს გაქცეული მონა იყო. ის სიმდიდრე ერთ დინასტიას ეკუთვნოდა. სიკვდილმა ყველა სათითაოდ თავისთან წაიყვანა. ბოლოს ერთი დარჩა, რადგან იცოდა, რომ სიკვდილი მასაც მალე ეწვეოდა, ამიტომ სიმდიდრე ზღვის მახლობლად მდგარ კოშკში მიზიდა. ამ კაცის გარდაცვალების შემდეგ განძი უპატრონოდ დარჩა. მას ცეცხლოვანმა გველეშაპმა მიაგნო, ჩაწვა პატიოსან თვალთა შორის და დაიძინა. გავიდა ასეულობით წელი, ვიდრე მონა გააღვიძებდა.

(18)

გაქცეული მონა ისევ ბატონთან დაბრუნდა. მისი რისხვა რომ აერიდებინა, მოპარული თასი აჩუქა. რადგან ურჩხულმა მონა ვერ დაიჭირა, შურისძიებით აღივსო. როცა შეღამდებოდა, გარეთ გამოდიოდა, ყველაფერს წვავდა და ანადგურებდა. შეწუხდა ხალხი და ქვეყანა, შიშმა დაისადგურა. ბეოვულფმა გადაწყვიტა დრაკონს შებრძოლებოდა. იახლა თორმეტი მეომარი და კოშკის გზას გაუდგა. მეგზურობას მონა უწევდა. კოშკს რომ მიუახლოვდნენ, ბეოვულფი დაემშვიდობა თანამებრძოლებს და წინ მარტო გაემართა. შეებნენ ერთმანეთს მეფე და ურჩხული. ცეცხლისმფრქვეველმა დრაკონმა მისი ფარი დაადნო, ხმალიც გაუტყდა და ბეოვულფი სრულიად უიარაღოდ დარჩა. დაჭრილს სისხლი სდიოდა. მეომრები ხედავდნენ მეფის გასაჭირს, მაგრამ დახმარება ვერ გაბედეს. მხოლოდ ერთი მათგანი, მისი ბიძაშვილი ვიგლაფი გაემართა დასახმარებლად. ბეოვულფი სისხლისგან იცლებოდა. მოიკრიბა ძალა, ხანჯალი იძრო და გველეშაპი შუაზე გაჰკვეთა. ძალა ელეოდა, ვიგლაფს სთხოვა, განძი მოენახა და მასთან მოეტანა. ბეოვულფმა თავისი ხალხის წინამძღოლობა ვიგლაფს ჩააბარა. დაუბარა ზღვის პირზე კოშკი აეგოთ და მისი ფერფლი იქ მოეთავსებინათ. ვიგლაფს გადასცა ოქროს ყელსაბამი, ბეჭდები, მუზარადი და ჯაჭვის პერანგი. ვიგლაფმა გადაწყვიტა მეფის ნეშტთან ერთად დაეწვა მთელი განძეულობაც. როგორც ბეუვულფის სურვილი იყო, კოშკი ააგეს და ფერფლი იქ დაფლეს. თორმეტი უმამაცესი გითი ცხენზე ამხედრებული გასრს უვლიდა კოშკს და თან ბეოვულფის საგმირო საქმეებს ყვებოდა, ასე გლოვობდნენ გითები საყვარელ მეფეს. მათ ჰყოლიათ მეფე მამაცი და ძლერი სკილდ სკეფინგი. მან უამრავი ქვეყანა დაიმორჩილა და დაატყვევა. ამ ძლიერმა მეფემ აჩუქა დანიელებს, უფლისწული ბეოთი: ბეო მალე შეიქმნა დანიის სიამაყე და რომ გარდაიცვალა სკეფინგი დაასაფლავეს _ დააწვინეს ხომალდზე და გაუშვეს ზღვაში. გამეფდა ბეო. მანაც უბოძა დანიელებს ვაჟი, დიდი ჰილფდანი. ოთხი ვაჟი დატოვა, რომლებიც გაუძღვებოდნენ ლაშქარს _ ჰერგარი, პროთგარი, აკალგა ქველი და ასული

Referências

Documentos relacionados